უკან
26/1/2026

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომლის დროსაც ტვინის გარკვეულ უბანს სისხლის მიწოდება უწყდება. ეს იწვევს ნეირონების დაზიანებას და შესაბამისი ფუნქციების (მეტყველება, მოძრაობა, მეხსიერება, მხედველობა) მოშლას.

ინსულტის დიაგნოზი რთული გამოწვევაა არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. ​

ინსულტის მკურნალობა იწყება ჰოსპიტალიზაციით, სადაც მიზანი სისხლის ნაკადის აღდგენა და ტვინის შემდგომი დაზიანების პრევენციაა. თუმცა, გადარჩენილი სიცოცხლე, მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ამის შემდეგ, დგება უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ეტაპი —რეაბილიტაცია, რომელსაც ენიჭება ცენტრალური როლი ინსულტის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში.

ნეიროპლასტიურობის წყალობით, ტვინს აქვს უნარი აღიდგინოს დაკარგული ფუნქციები, რასაც სწორად მართული სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება, რომლის მიზანია:

·                ფუნქციური დამოუკიდებლობის აღდგენა - კუნთების ატროფიის პრევენცია და მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა.

·                ნეირო-კოგნიტური სტიმულაცია - მეხსიერების, ყურადღებისა და ორიენტაციის გაუმჯობესება.

·                მეტყველების რეკონსტრუქცია - კომუნიკაციური ბარიერების მოხსნა.

·                ადაპტაცია და ფსიქო-ემოციური სტაბილიზაცია, პაციენტის მომზადება დამოუკიდებელი ყოველდღიურობისთვის.

 

როდის უნდა დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი?

​ინსულტის მართვის თანამედროვე პროტოკოლების მიხედვით, აღდგენითი პროცესები უნდა დაიგეგმოს პაციენტის სტაბილიზაციიდან პირველივე 24-48 საათის განმავლობაში.

რატომ არის დროული რეაბილიტაცია გადამწყვეტი?


·                ​ნეიროპლასტიურობის პიკი: ტვინი ყველაზე აქტიურად დაზიანებიდან პირველი კვირების განმავლობაში ცდილობს ფუნქციების აღდგენას.

·                ​გართულებების პრევენცია: ადრეული აქტივაცია გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა კუნთების კონტრაქტურა (გაშეშება), ნაწოლები და თრომბოემბოლია.

·                ​ფსიქოლოგიური ფაქტორი: რაც უფრო ადრე გრძნობს პაციენტი მცირე პროგრესსაც კი, მით უფრო მაღალია მისი მოტივაცია და საბოლოო შედეგი.            

​რეაბილიტაცია აღდგენის პროცესის აქტიური ფაზაა, სადაც სპეციალისტების ჩართულობა და თანმიმდევრული მუშაობა გარდამტეხ როლს ასრულებს. ეს არის გზა სრულფასოვან, ყოველდღიურ ცხოვრებამდე. მთავარია არ დავკარგოთ დრო, რომელიც ინსულტის შემდეგ ყველაზე ძვირფასი რესურსია.

 

ჯეო მედი საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ სრულფასოვანი სარეაბილიტაციო კურსი, როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე კლინიკაში.

 

სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში: 

+032 2 111 500

 

ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში


გაზიარება

უახლესი

1/31/2026

მწოლიარე პაციენტის მოვლა: ძირითადი გამოწვევები და რეკომენდაციები

...

მეტის წაკითხვა
2/2/2026

ნიპაჰის ვირუსი

რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025